
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის ტვიტერზე ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, გავიდეს მიშელის შეთანხმებიდა. ევროპარლამენტარი ასევე წერს, რომ ახლა კიევში იმყოფება და საქართველოში მიემგზავრება.
"საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირთან დადებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე აუქმებს საკუთარ ხელმოწერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება ხედვა 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით", - წერს ევროპარლამენტარი.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარი აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობასაც და ამბობს, რომ ორივე პარტია "საშინელ პოლიტიკურ თამაშს" აწარმოებს.
"სამართლიანობისთვის: ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არც კი სცადა ხელი მოეწერა ევროკავშირთან შეთანხმებაზე. ორივე პოლიტიკური პარტიაი საშინელ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებს საკუთარ მოქალაქეებზე. ყველაფერი ეს საერთო არ შველის", - წერს კრამონი.
To be fair: the biggest opposition party #UNM not even made an effort to sign this joint agreement with the #EU. So, both sides play a terrible political game on the back of their citizens. All this does NOT help at all.
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 28, 2021
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.