logo
ENG



უდუმაშვილის თქმით, თუ ოცნება დაუბრუნდება შეთანხმება, ენმ-მ შეიძლება, ხელმოწერაზე იმსჯელოს

31 ივლ 202100:54
3 წუთის საკითხავი
clock 1830
უდუმაშვილის თქმით, თუ ოცნება დაუბრუნდება შეთანხმება, ენმ-მ შეიძლება, ხელმოწერაზე იმსჯელოს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, თუ ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდება, პარტიაში იმსჯელებენ ხელი მოაწერონ თუ არა დოკუმენტს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში ნაციონალური მოძრაობა იმსჯელებს მიუერთდეს, შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას... თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობაა, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში განხეთქილების ვაშლი და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ ქართული ოცნება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება", - ამბობს უდუმაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამასთან, პარტია რიგგარეშე არჩევნები მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

30 ივლისს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება:

"ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას".

 

 


close დახურვა