logo
ENG



IRI: მათი 41%, ვისაც 19 აპრილის შეთანხმებაზე სმენია, დოკუმენტზე ხელმოწერას ეთანხმება

02 აგვ 202117:34
3 წუთის საკითხავი
clock 663
IRI: მათი 41%, ვისაც 19 აპრილის შეთანხმებაზე სმენია, დოკუმენტზე ხელმოწერას ეთანხმება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის კვლევის მიხედით, გამოკითხულთა 62%-ს სმენია 19 აპრილის შეთანხმების შესახებ, რომლის შედეგადაც ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა. 

32%-ს - არ სმენია. 

იმათი 41%, ვისაც 19 აპრილის შეთანხმებაზე სმენია, აცხადებს, რომ დოკუმენტზე პოლიტიკოსების მიერ ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეთანხმება. 

36% - უფრო ეთანხმება. 

12% - უფრო არ ეთანხმება; 

6% - კატეგორიულად არ ეთანხმება; 

6% - პასუხზე უარს აცხადებს. 

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. 

ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 


close დახურვა