logo
ENG



"ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დოკუმენტის ანულირებაზე" - ზურაბიშვილი პოზიციას არ აფიქსირებს

03 აგვ 202110:11
3 წუთის საკითხავი
clock 661

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ სცემს შეკითხვას პასუხს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით. 

ზურაბიშვილი გუშინ ხელისუფლების და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, თუმცა დღეს პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა და კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

ფორმულამ ზურაბიშვილი მის საცხოვრებელ სახლთან გადაიღო.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა. 

შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 


close დახურვა