logo
ENG



წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანა 2 ახლომდებარე სივრცეში განიხილება

03 აგვ 202112:42
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების დროებით განთავსება უახლოეს ორ სივრცეში განიხილება. მინისტრის თქმით, 5 აგვისტომდე ზუსტად დასახელდება, სად მოთავსდება ექსპონატები.

"ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა", - ამბობს მინისტრი.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ექსპონატები ხელოვნების მუზეუმს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მუზეუმი განახლდება:

"ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ".


close დახურვა