logo
ENG



ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

04 აგვ 202110:12
3 წუთის საკითხავი
clock 1462

ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ჯონი ჯალაღონიამ საკრებულო დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. 

თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯალაღონიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევუერთდე გიორგი გახარიას გუნდს. გადაწყვეტილება მივიღე გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია დღეს წარმოადგენს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა გამოიყვანოს არამხოლოდ ამ მდგომარეობიდან, არამედ, წინ წაიყვანოს", - თქვა ჯალაღონიამ.


close დახურვა