logo
ENG



8 აგვისტოდან დიდი ბრიტანეთი საქართველოს წითელ სიაში შეიყვანს

05 აგვ 202116:32
3 წუთის საკითხავი
clock 1033

კორონავირუსის შემთხვევების გამო 8 აგვისტოდან დიდი ბრიტანეთი საქართველოს წითელ სიაში შეიყვანს. საქართველოსთან ერთად ამ სიაში გადადიან მაიოტა, რეუნიონი და მექსიკა.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, ეს ქვეყნები რისკს წარმოადგენენ კორონავირუსის ვარიანტების ან შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო.

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

 


close დახურვა