logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა

10 აგვ 202110:31
3 წუთის საკითხავი
clock 3601

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა. დღე-ღამეში 44 536 ტესტი გაკეთდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური ა- 12,79%, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის - 10,05%

5 697 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2600 თბილისში დადასტურდა, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა 678,
  • იმერეთი 649,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი 363,
  • კახეთი 359,
  • შიდა ქართლი - 289,
  • მცხეთა-მთიანეთი 191,
  • გურია 170,
  • სამცხე-ჯავახეთი 103,
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 41.

NCDC-ის ცნობით, 24 საათში ჩატარდა 23 744 აცრა, 10 აგვისტოს მონაცემებით კი სრულად აცრილია 204 234 ადამიანი.


close დახურვა