logo
ENG



ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

10 აგვ 202117:03
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ის კლინიკა ბომონდში 30 ივლისს მოათავსეს. პაციენტს ორმხრივი მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.   

კლინიკის ექიმის თქმით, ქალს თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. 

"პაციენტი შემოყვანილი იქნა 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში, სუნთვის უკმარისობით. 29 კვირის ორსული იყო. მიუხედავად დაწყებული მედიკამენტოზური და სხვადასხვა სიმპტომური მკურნალობისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავდებები არ ჰქონდა" - ამბობს რეანიმატოლოგი ტარიელ კუხიანიძე.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადაასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა. 

 


close დახურვა