logo
ENG



Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ანტივაქსერული ქსელი წაშალა

11 აგვ 202111:06
3 წუთის საკითხავი
 

Facebook-ის განცხადებით, ანტივაქსერულ კამპანიაში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ანგარიშების მიზანი იყო გავლენიანი ადამიანები გადაებირებინათ, რათა კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო ინფორმაცია გაევრცელებინათ. ამასთან, კამპანია გათვლილი იყო ინდოეთის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ს ქვეყნები.

თავის ანგარიშში Facebook აღნიშნავს, რომ კავშირი იპოვა ქსელსა და მარკეტინგულ კომპანია Fazze-ს შორის, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ კომპანია AdNow-ს ნაწილია.

BBC-ის გამოძიების თანახმად, Fazze გავლენიან პირებს ფულს სთავაზობდა, რათა ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინათ. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ გასული წლის ნოემბერში იგივე ქსელი ცდილობდა ასტრაზენეკა საშიშ ვაქცინად წარმოეჩინა.


close დახურვა