logo
ENG



დროა, ევ.საქები და გირჩი - მეტი თავისუფლება თბილისში მაჟორიტარობის შეთანხმებულ კანდიდატებს დააყენებენ

11 აგვ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველო, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა თბილისში მაჟორიტარობის შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას. 

"ჩვენ ვართ განსაკუთრებულ არჩევნებში, არჩევნებში, რომელიც არსებითად არის რეფერენდუმი ჩვენი მომავლში შესახებ. ეს არის რეფერენდუმი მშვიდობასა და ძალადობას შორის, ჩვენს დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთის მონობას შორის", - ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა კვირას გახდება ცნობილი. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები რეგიონებთან დაკავშირებითაც შეთანხმდებიან.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, რომ ოპოზიციის უდიდეს, კრიტიკულ ნაწილს ესმის კარგად, რომ ამ მავნებელი, საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა მოხდეს სრული ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს არის საკვანძო ნაწილი და ამასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, რომ შევჯერდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლება და შანსი რომ თვითონ მოიპოვოს ბედნიერება, საკუთარი შრომით და ეკონომიკური თავისუფლება, მთავრობის შეზღუდვა ზომით, უფლებებით და შესაძლებლობით, რომ ჩვენს ცხოვრებას ხელი შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ", - ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა პარტია საარჩევნო კამპანიას ინდივიდუალურად ჩაატარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეთანხმების გზას ირჩევენ. 

"ამ არჩევნებზე წყდება ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი, ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადგილობრივი არჩევნები. 2 ოქტომბერს გადაწყდება, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას უფლება, დარჩეს ხელისუფლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებში დამარცხდება", - თქვა ჯაფარიძემ. 

თვითმმართველობის არჩევნებისთვის დროა, ნაციონალური მოძრაობა, გირჩი - მეტი თავისუფლება და ევროპული საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 


close დახურვა