logo
ENG



ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის

11 აგვ 202116:59
3 წუთის საკითხავი
 
ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის

პატრიარქი ილია მეორე აცრასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. როგორც პატრიარქი ამბობს, სხვებისთვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, აიცრება თუ არა ის. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

"აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია", - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, თუმცა საპატრიარქოში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. 

ვაქცინის პოპულარუიზაციაში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მცირე ნაწილია ჩართული. რაც შეეხებათ სინოდის წევრებს, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მაღალი სასულიერო იერარქებიდან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი აიცრა. 


close დახურვა