
ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება. კობერიძის კანდიდატურა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას პრაიმერისში გამოვლინდა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მისი მეტოქე პარტიის კიდევ ერთი წევრი იმედა კლდიაშვილი იყო.
პარტიის წევრებს მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა დღეს, 12 ოქტომბრის 09:45 საათიდან 19:45 საათამდე ელექტრონულად შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ გირჩი - მეტი თავისუფლება ოპოზიციის ნაწილთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. შეთანხმების მონაწილე პარტიები არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარიას დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება. ამ შეთანხმების თანახმად, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია, ხოლო გირჩი ვიცე-მერის კანდიდატურას წარადგენდა. აღნიშნული პარტიები ასევე თბილისის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატებზეც შეთანხმდებიან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.