logo
ENG



"დელტა შტამით ბათუმის სასტუმროში ვწევარ" - რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი საქართველოშია ჩამოსული

13 აგვ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 
"დელტა შტამით ბათუმის სასტუმროში ვწევარ" - რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი საქართველოშია ჩამოსული

პროკრემლისტური გამოცემა კომსომოლსკაია პრავდას კორესპონდენტი და პროპაგანდისტი, დარია ასლამოვა ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება და კოვიდით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მან ფეისბუქზე 12 აგვისტოს დაწერა.

"SOS! დელტა შტამი! ბათუმის სასტუმროში ვწევარ. ვინ იცნობს ჯანდაცვის ქართულ სისტემას? ჭაჭა ხომ არ მიშველის? ვერ ვტოვებ საქართველოს - ვერც ოფიციალურად და ვერც ფიზიკურად, რადგანაც ვწევარ. აქ რა ვაკეთო?", - წერს ასლამოვა.

ასლამოვას პოსტის კომენტარებში რამდენიმე ფეისბუქმომხმარებელმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის საქართველოში შემოუშვეს. ზოგიერთმა კომენტარებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მონიშნა, სიტუაციაში გასარკვევად.

დარია ასლამოვა ომის კორესპონდენტია, რომელსაც არაერთ ცხელ წერტილში უმუშავია, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. 2017 წელს მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა ასლამოვა ქვეყანაში არ შეუშვა, რამაც მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელსაც მისთვის ინტერვიუ უნდა მიეცა.

2019 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ინტერვიუს დროს დარია ასლამოვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა "ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის ბერკეტები უნდა გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მათ ხარჯზე ცხოვრობს".


close დახურვა