logo
ENG



ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - შსს-ს ცნობით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

17 აგვ 202110:02
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვასილ ცოცხალაშვილმა იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

მათივე ინფორმაციით, ნიკა კენჭოშვილის მიერ სროლის შედეგად ოთხი პირი: ვასილ ცოცხალაშვილი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკა კენჭოშვილი.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა