logo
ENG



ელისაშვილი: ოპოზიცია იბრძვის მეორე, მესამე ადგილისთვის, სინამდვილეში ოცნების გაძლიერება უნდათ

17 აგვ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock 1779
ელისაშვილი: ოპოზიცია იბრძვის მეორე, მესამე ადგილისთვის, სინამდვილეში ოცნების გაძლიერება უნდათ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გამარჯვებისთვის არ იბრძვის და სინამდვილეში "ქართული ოცნების გაძლიერება" უნდათ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"არასდროს გვიბრძოლია მეორე და მესამე ადგილისთვის, არასდროს. უყურეთ, ოპოზიცია იბრძვის მეორე და მესამე ადგილისთვის, მეხუთე ადგილისთვის, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, უნდათ სინამდვილეში ქართული ოცნების გაძლიერება.

სულ უფრო ვეთანხმები გირჩის მოსაზრებას, რომ სინამდვილეში არის ერთი დიდი თამაში და გვატყუებენ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. სინამდვილეში, სააკაშვილი არის პირდაპირ შეკრული [ქართულ ოცნებასთან]. ყოველ დღე ეს აზრი მიმტკიცებდა", - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარტია მოქალაქეები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებსა და გუნდს წარადგენს, ამასთან, მათ კანდიდატები ეყოლებათ ზოგიერთ რეგიონში.


close დახურვა