UNICEF ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან და NCDC-ის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მასწავლებლებს ხვდება და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
შეხვედრის და ინფორმაციის მიღების შემდეგ პედაგოგები იცრებიან. მსგავსი შეხვედრა უკვე ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და სხვაგან.
დღეს, 17 აგვისტოს ისინი ზუგდიდში იმყოფებოდნენ.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, შეხვედრაზე მოსული პედაგოგების 100% აიცრა.
17 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 083 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 831 815 ადამიანია აცრილი, მათგან 245 207 - სრულად.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 490 462 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 429 190 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 483 კი გარდაიცვალა.