logo
ENG



ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს

18 აგვ 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს

ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. წინანდლის ტყეში დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.

ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა. 


close დახურვა