logo
ENG



ჯაფარიძე მედგიდის დაბლოკვაზე: რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს?

19 აგვ 202118:20
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე მედგიდის დაბლოკვაზე: რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს?

მედგიდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯგუფი Facebook-ის გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად ვერ გაქრებოდა. მას მიაჩნია, რომ ჯგუფს მიზანმიმართულად ებრძვიან.

"მე არ ვიცი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა იმით, რომ სრულიად გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ მედგიდი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ სრულიად უიმედოდ დარჩენილები და თქვენ ეს იმედიც გაუქრეთ მათ. მედგიდის დაარსების წუთიდან ჩვენი მიზანი არავის კრიტიკა არ ყოფილა, რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს? გიდგავართ გვერდში და ძალიან ხშირად თქვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ", - თქვა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

ფეისბუქჯგუფი მედგიდი ისევ დაიბლოკა. ჯგუფში მოქალაქეებს კორონავირუსის თემაზე პროფესიონალი ექიმები კონსულტაციას უწევდნენ, ასევე, ეხმარებოდნენ კლინიკებში თავისუფალი ადგილის პოვნაში.

პირველად ჯგუფი 9 აგვისტოს დაიბლოკა. როგორც მაშინ მედგიდის დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ამბობდა, ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის გამო დაბლოკეს. 

ამავე დღეს, ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი გააკეთა, რომელმაც 75 ათასზე მეტი ადამიანი გააერთიანა, თუმცა დღეს Facebook-ზე აღარც ის იძებნება.


close დახურვა