კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი, რომელსაც ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა.
ნაცვლიშვილი კლინიკა ახალ სიცოცხლეში მუშაობდა, რომლის დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი ფორმულასთან ყვება, რომ ქალი რვა თვის ორსული იყო, როცა დაინფიცირდა, საკეისროთი ბავშვის გაჩენის შემდეგ კი მალევე რეანიმაციაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ნაცვლიშვილი აცრილი არ ყოფილა.
ქალი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა. საავადმყოფოს პრესსამსახურის თქმით, ნაცვლიშვილი მათთან 3-4 კვირის წინ მიიყვანეს, მანამდე კი მკურნალობას სხვაგან გადიოდა.
"ჩვენთან გადმოყვანის დროს მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. თავიდან უმკურნალეს კონსერვატიულად, შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხრდა", - განგვიცხადეს კლინიკაში.