ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრს კობა ნაყოფიას საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
დეკანოიძე ფეისბუკში წერს, რომ ნაყოფია აეროპორტში გააჩერეს.
„პარლამენტის დეპუტატი, ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია გააჩერეს აეროპორტში და არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. რა უფლებით და მანდატით მოქმედებთ ასე უკანონოდ?", - წერს დეკანოიძე.
ფორმულა დეტალების გარკვევას ცდილობს.