გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სასამართლოში უჩივიან.
მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში მუშაობა მძიმე პირობებში უწევდათ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სულ 11 მოქალაქე უჩივის.
„ყველაფერი, ბოლო კაპიკამდე, იყო ჩვენი გადასახდელი. ბოლო ორი დღით რომ გეუბნებიან ტრენინგზე, რომ ბილეთია საყიდელი. დავითვალე ხარჯები და 1100 ევრო მაქვს ვალი, აქედან რომ წავსულიყავი. იმ ადამიანისგან ვისესხე, რომ ისევ უკან დავბრუნებულიყავი. მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ. მინდა, რომ რაც დავხარჯე და რაც უნდა ჩამოგვეტანა, პუნქტებადაა გაწერილი, ანაზღაურებას ვითხოვთ", - აცხადებს ერთერთი დასაქმებული ფორმულასთან საუბრისას.
მძიმე პირობების შესახებ გემანიაში დასაქმებულმა ქართველებმა პირველად 18 მაისს ისაუბრეს.
ისინი ამბობდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებდა. დასაქმებულებმა მაშინ ფორმულას უთხრეს, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. მათივე თქმით, დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.
მეორე დღეს, 19 მაისს სააგენტომ თქვა, რომ "ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის".