logo
ENG



სპეცოპერაცია პანკისში - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

24 აგვ 202110:25
3 წუთის საკითხავი
 

პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას სუს-ში დაუდასტურეს.

სპეცოპერაცია დილის 6 საათზე ჩატარდა. დაკავებულების ასაკი 18-20 წელია.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ადგილობრივები კი ვარაუდობენ, რომ დაკავებები საარჩევნო პერიოდს უკავშირდება.  მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ვაჭრობისთვის დაიჭირეს.

"მე რაც მომაწოდეს ინფორმაცია, ტელეფონით აქვთ ნალაპარაკები რაღაც-რაღაცები. წინასაარჩევნოდ ვაჭრობისთვის დაჭერილები არიან. იცოდნენ, რომ ტელეფონზე საუბრობენ და აქამდეც ხო იცოდნენ, რაღაც კანონსაწინააღმდეგო თუ იყო, მაგრამ არავინ დაუკავებიათ", - ამბობს მაჩალიკაშვილი.


close დახურვა