logo
ENG



Airbnb 20 ათას ავღანელ ლტოლვილს უფასო საცხოვრებელს სთავაზობს

24 აგვ 202114:16
3 წუთის საკითხავი
 
Airbnb 20 ათას ავღანელ ლტოლვილს უფასო საცხოვრებელს სთავაზობს

კომპანია Airbnb-მ პირობა დადო, რომ 20 ათასი ავღანელი ლტოლვილისთვის უფასო საცხოვრებელს უზრუნველყოფს. გენერალური დირექტორის, ბრაიან ჩესკის თქმით, პროგრამა დაუყოვნებლივ დაიწყება და საცხოვრებლის საფასურს კომპანია გადაიხდის.

"აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ავღანელი ლტოლვილების გადაადგილება და გადასახლება - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია", - განაცხადა ჩესკიმ ტვიტების სერიაში და დაამატა, რომ კომპანია პასუხისმგებლობას გრძნობს, იმოქმედოს.

მისივე თქმით, კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და Airbnb.org-თან, რომელიც სტიქიით დაზარალებულთათვის და სხვა კრიზისების დროს საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე მუშაობს:

"იმედი მაქვს, ეს შთააგონებს სხვა ბიზნესლიდერებს, იგივე გააკეთონ. დროის დაკარგვა არ შეიძლება".

ჩესკიმ არ დააკონკრეტა რამდენი ხანი გაგრძელდება პროგრამა.

თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ ათობით ათასი ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ბევრი ავღანელი ქაბულის აეროპორტში მივიდა, რათა რაიმენაირად საევაკუაციო რეისს გაჰყვეს, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები ახორციელებენ.


close დახურვა