logo
ENG



გამყრელიძე სწავლის დაწყებაზე: დადებითობა 4%-ს უნდა ჩამოცდეს და პერსონალის 80% აიცრას

24 აგვ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე სწავლის დაწყებაზე: დადებითობა 4%-ს უნდა ჩამოცდეს და პერსონალის 80% აიცრას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლებში სწავლა განახლდება, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% აიცრება. ეს გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, NCDC სწავლის სკოლებში განახლებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს.

"დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო", - ამბობს გამყრელიძე.

24 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 12.53%, ბოლო 14 დღის - 10.93% ხოლო 7 დღის - 10.72%.

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 10,7%. 

 

close დახურვა