
აჭარაში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატების წარდგენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა ყოფილ პრემიერს ის გახმაურებული საქმეები შეახსენეს, რომლებიც მისი ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს მოხდა.
"ია კერზაია გახსოვთ?! 20 ივნისი გახსოვთ?! მაჩალიკაშვილი გახსოვთ?! ხორავას ქუჩის საქმე გახსოვთ?! პანკისში შეჭრის საქმე გახსოვთ?! მაკო გომური?! კობა ლეთოდიანი?! დემეტრე ნაყოფია?! თვალდათხრილი ახალგაზრდები გახსოვთ?! ის, რაც გაუკეთეთ ამ ქვეყანას, გახსოვთ თუ დაგავიწყდათ? როგორ ბედავთ აქ მოსვლას? თვალთხარია!" - მიმართეს მათ გახარიას.
გახარიამ აჭარაში პარტიის საქართველოსთვის კანდიდატები წარადგინა.