logo
ENG



ზანგურს, რომელიც ძალადობაში დაადანაშაულეს, რუსთაველის თეატრი დაბადების დღეს ულოცავს

28 აგვ 202111:19
3 წუთის საკითხავი
clock 3491
ზანგურს, რომელიც ძალადობაში დაადანაშაულეს, რუსთაველის თეატრი დაბადების დღეს ულოცავს

რუსთაველის თეატრი დაბადების დღეს ულოცავს მსახიობ ბესო ზანგურს, რომელიც ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

 

გაზაფხულზე მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა.

თეატრის მსახიობების უმეტესობამ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნეს.


close დახურვა