logo
ENG



გახარია კალაძესა და მელიას დებატებში იწვევს

02 სექ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობის ადმინისტრაცია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

გახარია ამბობს, რომ მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც იბრძოლებს. 

 
 
 

close დახურვა