logo
ENG



ქუთაისში კოვიდი დაუდასტურდა ჩვილებს, რომელთა დედაც მშობიარობის შემდეგ ვირუსით გარდაიცვალა

02 სექ 202122:32
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისში კოვიდი დაუდასტურდა ჩვილებს, რომელთა დედაც მშობიარობის შემდეგ ვირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში 15 დღის ტყუპ ჩვილებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის განცხადებით, ჩვილები რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა მძიმეა.

ტყუპების დედა კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა. როგორც კლინიკა ბომონდში ამბობენ, მას ორსულობის 28-ე კვირაზე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

„15 დღის წინ ჩატარდა საკეისრო კვეთა კოვიდდადებით ორსულზე, 28-ე კვირაში. ხანდაზმული, პირველი მშობიარე იყო. დედის მძიმე მდგომაროების გამო ჩატარდა საკეისრო კვეთა, ამოყვანილ იქნა ორი ტყუპი. დაბადებისთანავე ორივეს მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდათ რესპირატორული დისტრესსინდრომი. 

ტესტირებით ორივე ტყუპი აღმოჩნდა თანდაყოლილი კოვიდინფიცირებული, ვირუსული პნევმონიის მრავლობითი კერები გვაქვს. გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია", - ამბობს ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.


close დახურვა