Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისში უსაფრთოდ დაჯდა. როგორც ირკვევა, პრობლემა შასის გაუმართაობა გახდა, რის გამოც პილოტმა უკან მობრუნება გადაწყვიტა.
თვითმფრინავი თბილისის ცაზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა. სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებელია თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვებისთვის.
ამ წუთებში თვითმფრინავიდან მგზავრები გადმოჰყავთ. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.