logo
ENG



დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენაესის განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

07 სექ 202119:22
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას მფლობელის დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბარში თქვა.

"რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდსაც და ტელეკომპანია ფორმულას

რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, აუცილებლად წავალთ სტრასბურგში, ეს ქეისი აუცილებლად მოხვდება სტრასბურგში და სამწუხაროდ, კიდევ მიიღება სტრასბურგში გადაწყვეტილება, სადაც დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება პოლიტიკურ დევნილად, ვინაიდან, აი, ამ მეთოდებით პირის დასჯა, რასაც დღეს შალვა თადუმაძე აკეთებს, ჩვენი კონსტიტუციის ძალიან დიდი დარღვევა იქნება", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. 

დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამატყუნებელი განაჩენი.

ამ საქმეზე ის პირველ ინსტანციაში გამართლდა. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

იმ დროს პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად. 

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს" - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. 

წაგებული საქმე პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.


close დახურვა