logo
ENG



თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობა დააფუძნა

10 სექ 202113:58
3 წუთის საკითხავი
clock 2709
თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობა დააფუძნა

დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. ეს ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა ჩამოვიდეს.

ჩარკვიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობაც.

"მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს. უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. მივცეთ მუშაობის საშუალება. არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს", - ამბობს ჩარკვიანი.

6 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში დაბრუნდება. 

სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ზუსტ დროს მოგვიანებით დაასახელებს.


close დახურვა