logo
ENG



სირცხვილია: კობახიძის განცხადება ტყუილია, მათგან განსხვავებით, სიცოცხლის ფასი კარგად ვიცით

15 სექ 202119:16
3 წუთის საკითხავი
clock 468
2021/09/15/5i9aswrfmhybr03.jpg

ორგანიზაცია სირცხვილია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. კობახიძემ დღეს, 15 სექტემბერს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას ერთ-ერთ წევრს კილერის იდეის გატესტვა სთხოვეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ რომ, "კობახიძის წინა 100 განცხადების გათვალისწინებით, მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა".

"თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა სირცხვილიასთან დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია სირცხვილიას არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა სირცხვილიას გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს - გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა).

ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს.
მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა სირცხვილია იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს", - ნათქვამია განცხადებაში.

იმ ფონზე, როცა სუს-იდან ათასობით ფაილმა გაჟონა, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ტოტალურად უთვალთვალებს ყველას - სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ელჩებს და მოქალაქეებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო პერიოდს უპრეცედენტოდ მშვიდს უწოდებს და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოდის. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ სიმშვიდის დარღვევა "ოპოზიციას და მისი ტელევიზიებს სურთ". 

"სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა", - თქვა მან. 

კობახიძის დაუსაბუთებელი ბრალდებები შეეხო მოძრაობა სირცხვილიას


close დახურვა