logo
ENG



კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ენმ-სა და ევროპული საქართველოს სარჩელები დააკმაყოფილა

17 სექ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 
კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ენმ-სა და ევროპული საქართველოს სარჩელები დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია იმედის მიმართ ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის საჩივრები დააკმაყოფილა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. იმედი აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეორგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია იმედმა ორივე შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5 000 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა