logo
ENG



მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა, ის საქართველოშია

17 სექ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock 6613

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოშია. მისი ექსტრადიცია კიევიდან განხორციელდა. ქარდავას თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. 

მას სავარაუდოდ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ. 

მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. 

პროკურატურის ცნობით, ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სულ ქარდავას წინააღმდეგ 11 საქმეა აღძრული. 

 

close დახურვა