logo
ENG



ოცნებამ საარჩევნო კამპანიის დამგეგმავად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა - ფორმულა

19 სექ 202119:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/19/vlb6mk0cyhz0kds.png

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

ჩვენივე ინფორმაციით, ნეგატიური კამპანიის სასწრაფო წესით დაგეგმვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოცნებამ შიდა კვლევით გაარკვია, რომ პარტიის მხარდაჭერა მხოლოდ 33%-ია.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

მოახლოებული არჩევნების წინ, 17 სექტემბერს, ქუჩაში კვლავ გამოჩნდა მსგავსი შინაარსის სისხლიანი ბანერები. ოპოზიციის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მათზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.


close დახურვა