logo
ENG



"ოცნების" მტკიცებით, ბათუმის საკრებულოსა და მერის არჩევნებში მათი პარტია იმარჯვებს

20 სექ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock 2391
"ოცნების" მტკიცებით, ბათუმის საკრებულოსა და მერის არჩევნებში მათი პარტია იმარჯვებს

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა მათივე პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 

შედეგები აჭარის რეგიონს ეხება.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ბათუმელების უმეტესობა ქართულ ოცნებას ირჩევს. 

მისივე განცხადებით, შედეგები ასეთია:  

ქართული ოცნება - 49.2%; 

ენმ - 29.8%; 

საქართველოსთვის - 4.1%; 

გირჩი - მეტი თავისუფლება - 4.8%; 

ლელო - 2.1%; 

პატრიოტთა ალიანსი - 1.9%; 

მესამე ძალა - 1.2%; 

მოქალაქეები - 1.2%; 

ლეიბორისტული პარტია - 1.1%; 

ევროპული საქართველო - 1.1%; 

გირჩი - 0.6%; 

სხვა პარტიები - 4.9%; 

რაც შეეხება ბათუმის მერის არჩევნებს, ქართული ოცნების მტკიცებით, აქაც მათი კანდიდატი იმარჯვებს: 

არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 54.1%

გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 30.6%

ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) - 4.6%

გიორგი ფუტკარაძე (გირჩი - მეტი თავისუფლება) - 2.1%

ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) - 1.9%

კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 1.2%

სხვა კანდიდატები - 5.5%

შალვა პაპუაშვილის თქმით, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერს. გამოიკითხა 2690 რესპონდენტი. ფავორიტი პარტია დაასახელა გამოკითხულთა 87.9%-მა. ცდომილების ზღვარი 3%-ია. 


close დახურვა