logo
ENG



კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

20 სექ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ ბრალდებულების დაუსწრებლად იმსჯელა. ისინი ამ დრომდე იძებნებიან.

ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს, დღის საათებში დაჭრეს - ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება.


close დახურვა