logo
ENG



კობახიძე დმანისზე: რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი

21 სექ 202119:19
3 წუთის საკითხავი
clock 1914
კობახიძე დმანისზე: რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დმანისში ოპოზიციურ კანდიდატსა და მის მხარდამჭერებზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა კრიტიკულ მედიებს ეკისრება. 

კობახიძე კაცს, რომელმაც ოპოზიციის მხარდამწერები დაჭრა "დეგენერატად" მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ პირადად მას, როგორც მმართველი გუნდის თავმჯდომარეს, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 

"რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა... როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ 3-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე - რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი. 

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. თავდამსხმელებად მანაც ზურაბ ოკმელაშვილი, "ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი დაასახელა. 


close დახურვა