logo
ENG



"კვერცხები რომ დავახალოთ?" - რას უმზადებდნენ ოცნების აქტივისტები მელიას EU-ს ოფისთან

24 სექ 202112:17
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები გეგმავდნენ, როგორ გასწორებოდნენ ნიკა მელიას ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ. საქმე ეხება კარლ ჰარცელთან შესვლამდე, კობახიძესა და მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რის შემდეგაც ადგილზე ქართული ოცნების აქტივისტები გამოჩნდნენ. 

ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა ისმის, რომ ისინი მელიასთვის კვერცხების სროლას აპირებდნენ. ერთ-ერთმა იკითხა: "კვერცხები რომ დავახალოთ?" ასევე, გაურკვეველ კონტექტში ახსენებენ ე.წ. პროტივოგაზს. განიხილავენ, სავარაუდოდ, კვერცხების მანქანისთვის სროლას, რეზეც მეორე პასუხობს: "მანქანა როგორ არა, მაგრამ მანქანა აღარ არის, ქვევით ჩაიყვანეს გარაჟში, მაგიტომ ჩაიყვანეს ქვევით". 

ქართული ოცნების აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა.


close დახურვა