logo
ENG



SD: ზესტაფონის საკრებულოს 18-მა წევრმა სხდომა 322-ჯერ გააცდინა, მათი შენახვა 365 000 დაჯდა

24 სექ 202115:38
3 წუთის საკითხავი
clock 883
2021/09/24/6lj0clkplafo61j.png
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ზესტაფონის საკრებულოში 23 სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს წევრებმა 322-ჯერ გააცდინეს, საიდანაც 209 გაცდენის შემთხვევა ქართული ოცნების წევრებზე მოდიოდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზესტაფონის საკრებულოს დასაფინანსებლად 2020 წელს ბიუჯეტიდან 681 500 ლარი გამოიყო. დაფინანსების 67%, 459 700 ლარი საკრებულოში დასაქმებული 27 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

"აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 190 700 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

რაც შეეხება 2020 წელს ზესტაფონის საკრებულო 36 წევრისაგან შედგებოდა. მათგან 30 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 3 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, 2 - ევროპული საქართველოს, ხოლო საკრებულოს 2 წევრი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელია. საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებაში საერთო ჯამში 364 400 ლარი დაიხარჯა.

გაცდენების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 პირს უფიქსირდება, ისინი 23 სხდომიდან 20 სხდომას არ ესწრებოდნენ. 1) ბუბა ნასრაძე, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი 2) მამუკა ჭიჭინაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 3) გელა კობახიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი.

პარტიების მიხედვით გაცდენების საერთო მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა. ყველაზე დიდი რადენობით გაცდენები უფიქსირდებათ ქართული ოცნების წევრებს, ჯამში 209 გაცდენა. შემდეგ ადგილს იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 50 გაცდენით, 33 გაცდენის შემთხვევა უფიქსირდება ევროპული საქართველოს წევრებს, ხოლო პარტიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს 30 გაცდენის შემთხვევა.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ წლის განმავლობაში საწვავის სახით მოიხმარეს 15,868 ლარის ღირებულების 8495 ლიტრი საწვავი", - წერია ინფორმაციაში. 


close დახურვა