logo
ENG



ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე: არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს

27 სექ 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 888

ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით თქვა, რომ არავინ იცის რამდენის გადახდა მოუწევს სახელმწიფოს.

"ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ არ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია შეაფასებს მის მიერ დახარჯულ ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება, შეიძლება სხვა კომპანიებმა გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ასე რომ მე პრობლემას ვერ ვხედავ" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

ENKA Renewables-მა ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულების შესახებ 22 სექტემბერს განაცხადა. 

შეწყვეტილი ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის მიერ ვალდებულების დარღვევის, გაჭიანურებული პოლიტიკური ფორს-მაჟორის და მოუგვარებელი სამართლის ცვლილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

  • ა) სესხის თანხა (ან გადაცემადი ქონების სამართლიანი საბაზრო ღირებულება - რომელიც მეტია);
  • ბ) კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • გ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი;
  • დ) საგადასახადო ნამატი.

ასევე, გაჭიანურებული ფიზიკური ფორს-მაჟორის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

ა) სესხის თანხა; ბ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი; გ) კაპიტალური ინვესტიცია; დ) საგადასახადო ნამატი.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერთი წელი მიმდინარეობდა. 2021 წლის 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისშიც აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

შესაძლოა, დავა გაგრძელდეს არბიტრაჟში.


close დახურვა