logo
ENG



სანიკიძე სააკაშვილზე: გჯერათ რომ ჩამოდის? შემიძლია, ბილეთი ვიყიდო ნებისმიერი მიმართულებით

28 სექ 202111:30
3 წუთის საკითხავი
 
სანიკიძე სააკაშვილზე: გჯერათ რომ ჩამოდის? შემიძლია, ბილეთი ვიყიდო ნებისმიერი მიმართულებით

ქართული ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს არ სჯერა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

"გჯერათ, რომ ჩამოდის? რა თქმა უნდა [არ მჯერა]. რამეს ნიშნავს ეგ ბილეთი? შემიძლია ახლა ბილეთი ვიყიდო ნებისმიერი მიმართულებით და რას ნიშნავს, მივდივარ?" - თქვა მან ჟურნალისტებთან. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო 27 სექტემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი დაბრუნებაზე საუბრობს, თუმცა პირველია, როცა ჩამოსვლის თარიღი დააანონსა. 


close დახურვა