logo
ENG



საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია

28 სექ 202112:04
3 წუთის საკითხავი
clock 1803

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ფედერაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომელსაც WAF აორგანიზებს, როგორც ევროპის ისე მსოფლიო დონეზე. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის მოსახსნელად ქართულ მხარეს ფინანსური სანქციის გადახდა მოუწევს.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განმარტებით, გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის "სერიოზული" დარღვევის გამო მიიღეს, რადგანაც საქართველომ ვერ მოახერხა 2021 წელს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მოწყობა, შეცდომაში შეიყვანა WAF-ის ხელმძღვანელობა და მისი წევრები. ჩემპიონატი 19-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო. 

დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებში დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ.


close დახურვა