logo
ENG



ჩხენკელი: სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება

28 სექ 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock 3425

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. 

ჩხენკელის თქმით, სასწავლი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით განახლდება.

"ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი", - თქვა ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან გაიხსნება ბაღები და გასართობი ცენტრები.


close დახურვა