logo
ENG



გიგაური თავდაცვის სარჩელზე: ნაბიჯები იდგმება ფორმულასა და მისი დამფინანსებლის წინააღმდეგ

30 სექ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ფორმულასა და მისი დამფინანსებლის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯები იდგმება. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეზარაშვილს უჩივის.

გიგაურის შეფასებით, მთავარი მიზანი მედიაზე ზეწოლაა.

"ჩვენ თავის დროზეც, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობდით, რომ კი, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ის არის დამფუძნებელი ტელეკომპანია ფორმულასი და რეალურად, მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ზუსტად მედიაზე ზეწოლა.

სხვა შემთხვევაში, დავით კეზერაშვილი პირველ და მეორე ინსტანციაში ვერ მოიგებდა ამ საქმეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ იქ კითხვები არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს კონკრეტული ნაბიჯები იდგმება უკვე ფორმულასა და მისი დამფინანსებლის წინააღმდეგ", - განაცხადა გიგაურმა.

თავდაცვის სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. 


close დახურვა