logo
ENG



შსს: მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

01 ოქტ 202110:32
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.  ფორმულას ეს უწყებაში უთხრეს. 

დღესმ 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფება, შემდეგ კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მან ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს მოსახლეობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს. 

"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს​, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს.  ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.

ისე მენატრებოდა აქაურობა.. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როცაა საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არაა განვითარება. საქართველოდან გარბის ხალხი", - ამბობს ის ვიდეომიმართვაში.

 


close დახურვა