უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
"ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ამბებით და საქართველოში გამოთქმული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, რათა გაირკვეს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ასეთი ნაბიჯისა", - დაწერა მან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტია უკვე საქართველოში იმყოფება.