კახა კუჭავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით მისვლა დარღვევა იყო და, სავარაუდოდ, ამის გამო ის დაჯარიმდება კიდეც.
კუჭავას მტკიცებით, მას დილით არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, თუ რომელ პირბადეს იკეთებდა.
„დილით რვა საათზე ვეცადე ტრადიციულად პირველი მივსულიყავი უბანზე, არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო - ეს ფაქტია. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და, როგორც ჩანს, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა. რეაგირება იქნება შესაბამისი", - აცხადებს კახა კუჭავა.
კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე ლურჯი პირბადით იყო მისული, რომელზეც ქართული ოცნების ლოგო იყო გამოსახული.