logo
ENG



ეუთო/ოდირი: ბოროტად იყენებდნენ დამკვირვებლებს, ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე

03 ოქტ 202116:07
3 წუთის საკითხავი
clock 2884

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პროცესი შეაჯამა.

ჯონსონის თქმით, არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა შეინიშნებოდა დარღვევები.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის დროს შეინიშნებოდა ამომრჩეველთა დაშინება, ხმების მოსყიდვა და კანდიდატებზე ზეწოლა.

ორი ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ზოგადად კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მკვეთრი პოლარიზაციის პერიოდში. 

კანდიდატებმა შეძლეს, რომ კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ თავისუფლად მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში, თუმცა ამ პერიოდში აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოა დაშინებას ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე". - თქვა ალბერტ ჯონსონმა. 

რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელის თქმით, ის იყო გამჭირვალე, თუმცა ბოროტად ხდებოდა დამკვირვებლების გამოყენება და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ასევე, შეინიშნებოდა ძალადობრივი ინციდენტებიც და აგრესიული რიტორიკა სოციალურ ქსელში.

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში.

თუმცა, შეინინებოდა ყოვლისმომცველი და გავრცელებული ბოროტად გამოყენება მოქალაქე დამკვირვებლებისა, როგორც პარტიის წარმომადგენლებისა. ზოგადად, ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ.

აღინიშნებოდა ცალკეული ძალადობის ინციდენტები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებებს, რომლებიც გაძლიერდა არჩევნების დღეს და ადგილი ჰქონდა აგრესიულ რეტორიკას სოციალურ ქსელებში". - ამბობს ჯონსონი

ალბერტ ჯონსონმა შეაფასა ცესკოს მუშაობაც. მისი თქმით, შეინიშნებოდა ხელისუფლების ძალისხმევა საარჩევნო კომისიის შერჩევა-დანიშვნის პროცესში.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მართა ტექნიკური პროცესები ეფექტიანად, თუმცა დაპირისპირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესზე, რაც უკავშირდება საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევას და დანიშვნას.  

ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიას და ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის კოლეგებმა გამოხატეს ნდობა სიების სიზუსტის მიმართ, მაშინ, როცა კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი იყო ინკლუზიური, ბევრმა გააუქმა მონაწილეობა, რადგან ადგილი ქონდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას". - თქვა ალბერტ ჯონსონმა

მისიის ხელმძღვანელმა პოლარიზებულად შეაფასა მედია გარემო და თქვა ისიც, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები.

მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. და ასევე დაშინების შემთხვევებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებები გახლდათ შეშფოთების საგანი 

მედია გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო მკვეთრი დაყოფა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედია მონიტორინგის შედეგები რომელიც განხორციელებული გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის მიერ აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი და ამ ყველაფერმა მიაწოდა ამომრჩევლეს შეზღუდული შესაძლებლობა, იმისა რომ გაეკეთებინათ პოლიტიკური ალტერნატივები.

ეროვნულმა სამაუწყებლო არხებმა გააშუქეს არჩევნები ინტენსიურად მაგრამ უმეტესად ყურადღება მახვილდებოდა სამ პოლიტიკურ პარტიაზე ქართულ ოცნებაზე ენმ-ზე და საქართველოსთვის". - ამბობს ჯონსონი.

ალბერტ ჯონსონისვე თქმით, რამდენიმე აუდიტის და ვენეციის კომისიის დასკვნა კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა, განსაკუთრებით ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავების მოგვარებას და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოში გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმები სრულად დათვალა. შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.65%, ენმ-მ 30.7%, გახარიას პარტიამ - 7.79%. ამასთან, მერის არჩევნებზე მეორე ტური იმართება 20 ქალაქში. 

 

close დახურვა